ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ დაარტყამს პენალტებსა და ჯარიმებს მოახლოებულ სეზონში. ამის გარდა, ცნობილი გახდა იმ მოთამაშის ვინაობა, რომელიც კუთხურებს ჩააწვდის. როგორც მოსალოდნელი იყო, სტანდარტულების შემსრულებლებს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურიერებს.
დავიწყოთ პენალტებით - იტალიელი მწვრთნელის პირველი არჩევანი იქნება მატეო პოლიტანო, შემდეგ ქართველი გარემარბი და ბოლოს ჯაკომო რასპადორი. ჯარიმები: პოლიტანო, კვარა, მარიო რუი. ბოლოს კი კუთხურები: კვარა, პოლიტანო. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "პარტენოპეი" სწორედ ასეთი თანმიმდევრობით ითამაშებს.
პენალტები: პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.
ჯარიმები: პოლიტანო, კვარაცხელია, რუი
კუთხურები: კვარაცხელია, პოლიტანო.