როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კილიან მბაპე მადრიდის რეალს შეუერთდება. მისი ყოველწლიური ხელფასი იქნება 15 მილიონი, რითაც ის "სამეფო კლუბის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. ამ დროისთვის პირველ ადგილს იკავებს ტონი კროოსი, რომლის გასამრჯელო 12 მილიონამდე ადის.
მეორე ადგილზე არის დავიდ ალაბა (10 800 000), სამეულს კი ლუკა მოდრიჩი ხურავს (10 500 000). 10-მილიონიანები ასევე არიან ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი. აქვე დავამატებთ, ფრანგი ფორვარდი პარის სენ-ჟერმენიდან "ბლანკოსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
იხილეთ ფლორენტინო პერესის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სია.