პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი თავისი გუნდის შედეგებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ პსჟ წელს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ამ კაგი შედეგების ერთ-ერთი მონაწილე კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც პსჟ-ს კარგად მოერო და გუნდის გოლებსა და წარმატებაში თავისი წვლილი შეაქვს.
"თუ მკითხვთ, შეგვიძლია თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება, გიპასუხებთ არას, მაგრამ თუ მკითხავთ, ჩვენი მიზანი არის თუ არა ყველ მატჩში მოგება და მოედანზე ბოლოლომდე ბრძო,ა გიპასუხებთ კი-ს.
ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს, რომელიც მომავალზეა გათვლილი და ვფიქრობ, ამ გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.
ვინ არის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი? - პასუხი მარტივია - მთელი გუნდი. ჩვენი წარმატების მთავარი გასაღებიც ესაა, რომ მთელი გუნდი საუკეთესოა", - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.