მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით:
ამ ეტაპზე რთულია მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაზე საუბარი, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ წელს იწყება და ვნახოთ. ის ბედნიერება და სიხარული, რაც წელს ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ, რა თქმა უნდა, გვსურს განმეორდეს და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ.
საქართველოს შესახებ:
თავიდან ჩემთვის ქართველი გულშემატკივრის ემოციური მიდგომა გამოცდილება იყო. მარტიდან მოყოლებული ფეხბურთელებმა უჩვენეს, რომ პროფესიონალიზმი და ემოციების დაბალანსება შეუძლიათ, ისწავლეს ემოციების სათავისოდ გამოყენება. ყველა ახალი ციკლი ახალი პერიოდია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთელები არ მინახავს და როცა შევხვდები ვეტყვი, რომ იმ დაუვიწყარი მომენტების შემდეგ, ახალი ეტაპი იწყება და კონცენტრაციაა საჭირო.
რამდენად ქართველად ვგრძნობ თავს? - აქ ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს და მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე საქართველოში ჩამოვიდა მითხრა, რომ ახლა მისთვის გასაგებია რატომ ვარ ამ ქვეყანაში კარგად.
დებიუტანტების შესახებ:
რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ახალი ციკლია, ახალი პროექტია და სხვა ფეხბურთელები იმსახურებენ შანსს. გადრანი ყაზახეთის ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობს. ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა. რაც შეეხება ნონიკაშვილს, ის ახალგაზრდულში წარმატებით ასპარეზობდა და იმედია, ეროვნულ ნაკრებშიც ასე იქნება. რადგან ნაკრებში გამოვიძახეთ ისინი იმსახურებენ ნაკრებში ყოფნას.
საფრანგეთში დაბრუნება?
რაც შეეხება საფრანგეთში დაბრუნებას ახალა ეს ჩემი მთავარი მიზანია არაა... მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა დაბრუნება არ შედის ჩემ გეგმებში. იმედია, საქართველოში კმაყოფილები არიან ჩემი მუშაობით, აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა აქ აქ ვმუშაობ.
შენგელია გამოგვაკლდა და აზაროვი გამოვიძახე, ის შანსს იმსახურებს და იმედია დაამტკიცებს, რომ აქ ყოფნას იმსახურებს. ყველა ფეხბურთელისთვის არამხოლოდ ირაკლისთვის, გადამწყვეტი იქნება შესაძლებლობების სრულად გამოყენება და იმის დამტკიცება, რომ ისინი იმსახურებენ ნაკრებში თამაშს.
მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერზე:
ძალიან მიხარია, რომ გიორგი ასეთ დიდ გუნდში გადავიდა და ვფიქრობ, მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბშია ლივერპული. გიორგი ამას იმსახურებს და ვუსურვებ, ძალიან ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერას ლივერპულში.
ჯიმი ტაბიძის გამოძახების შესახებ:
მე მესმის და ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რუსეთში გადასვლა ფეხბურთელისთვის ოპტიმალური ვარიანტი არაა, მე ვისაუბრებ მასთან და გავარკვევ სამომავალო გეგმებს.
ზოგი ფეხბურთელი უკლუბოდაა, ზოგი ცუდ ფორმაშია, მაგალითად, კალანდაძე. ამ პოზიციაზე ბევრი ვარიანტი არაა. ჩემი დავალებაა კარგი შემადგენლობა გამოვიძახო და ჯიმი იმ მცველებს შორისაა, ვისაც შეუძლია ნაკრებს დაეხმაროს.
მოახლოებული მატჩების შესახებ:
ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთთან თამაშში ჩვენთვის ყველაზე რთული იყო. მარტივი თამაში არ გველის, ფიზიკურად ძლიერი გუნდია და ჩვენი ფეხბურთელები კონცენტრირებულები უნდა იყვნენ.
ჩვენ ახალ ციკლს ვიწყებთ, ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის, კარგი ან ცუდი შედეგის აღქმა შეიძლება ჩემთვის სხვანაირი იყოს, ვიდრე თქვენთვის, ერთა ლიგას ძალიან სერიოზულად ვუდგებით, ამბიციური გეგემები გვაქვს. როცა ერთა ლიგა შეიქმნა ყველაზე დაბალ D ლიგაში ვასპარეზობდით, ახალა უკვე B ლიგაში ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით უმაღლესი შედეგების დაფიქსირებას.
ფეხბურთში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ახვალ გსურს მეტი გამარჯვება მოიპოვო.
გურამ კაშიას შესახებ:
კაშიასთან არასდროს მისაუბრია სანაკრებო თემაზე. არ მიფიქრია რომ ის ნაკრებიდან წავიდოდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვფიქრობდი, რომ არ გაჩერდებოდა, ის 37 წლისაა და შესანიშნავ ფორმაშია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის არის ჩვენი გუნდის კაპიტანი და მსურს კიდევ დიდხანს იყოს აქ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ალბანეთს სტუმრად ეთამაშება.











