გუშინ ღამით NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა ორლანდოში, სადაც ადგილობრივმა მეჯიქმა გოლდენ სტეიტ უორიორს უმასპინძლა. Kia Centre-ს არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 115-121.
პარკეტზე საუკეთესო გოლდენ სტეიტის ლეგენდა სტეფ კარი იყო, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები 56 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც გამოირჩა. ეს სტეფისთვის მე-14 50+ ქულიანი მატჩი იყო და ამ შედეგით ლებრონ ჯეიმსსა და რიკ ბერის გაუთანაბრდა. 36 წლის კალათბურთელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 21:30 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 7 ქულა მოუტანა, 5 მოხსნა შეასრულა და 1 პასითაც მოამარაგა გუნდელი.
იხილეთ სტეფ კარის საუკეთესო მომენტები გუშინდელი მატჩიდან