გუშინ ღამით NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა სან ფრანცისკოში, სადაც ადგილობრივმა გოლდენ სტეიტ უორიორსმა სან ანტონიო სპურსს უმასპინძლა. Chase Center-ს არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 111-114.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო, კერძოდ 22:39 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ძალიან კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო გოლდენ სტეიტის ლეგენდა სტეფ კარი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა შეასრულა და 3 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ფინიქს სანსს დაუპირისპირდება. მატჩი 12 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა