ფრანგული CANAL+ Sport საკმაოდ საინტერესო ვიდეოს ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია რა რეაქცია აქვთ ბრედლი ბარკოლასა და გონსალუ რამუშს ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ასტონ ვილას კარში.
ფრანგულმა გამოცემამ ბრედლი ბარკოლას სიტყვებიც გაშიფრა — გოლის გატანის შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი რამუშს ასეთ სიტყვებს ეუბნება: "რა გითხარი?"
ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ კლუბში ტრანსფერის შემდეგ, ბევრი გამოცემა ბრედლი ბარკოლას უკმაყოფილებაზე ალაპარაკდა. ბევრის აზრით, ფრანგი ფეხბურთელი გაბრაზდა, რადგან მას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი მოუყვანეს, რის გამოც სათამაშო დრო შეუმცირდა. ბევრი საუბრის მიუხედავად, როგორც ჩანს, ფრანგსა და ქართველს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა და ეს ყველაფერი ამ ვიდეოშიც გამოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
La réaction de Barcola sur le but de Kvaratskhelia 👀
— Panam’s (@panams75) April 12, 2025
( 🎥 @CanalplusSport ) pic.twitter.com/6IgqaNQVkY
![[VIDEO] "რა გითხარი?" - ბარკოლასა და რამუშის რეაქცია კვარაცხელიას გოლზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fohm9faSTF8StA2Y4yRD1a37gBlMVqDUr.webp&w=3840&q=75)











