ოფიციალურად — მონპელიე vs სენტ-ეტიენის მატჩი შეწყდა და დღეს აღარ განახლდება! სამსაჯო ბრიგადამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მასპინძელი გუნდის ფანებმა მოედნის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. ამ ყველაფერს მალევე ტრიბუნაზე ხანძარი და არეულობაც მოჰყვა, რის გამოც მოედანზე საპოლიციო ძალები და მეხანძრეები გამოჩნდნენ.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა სტუმარი გუნდის მიერ გატანილი მეორე გოლი. ამ კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო ზურიკო დავითაშვილმაც, რომელმაც ლუკას სტასინს გოლი გაატანინა.
ამ მომენტისთვის უცნობია, განახლდება თუ არა ეს მატჩი მომავალში. როგორც ფრანგული პრესა იუწყება, დიდი შანსია მონპელიეს ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს, 0-3.