სერია ა-ს 21-ე ტურში ნაპოლიმ მძიმე ბრძოლაში ატალანტა 2-3 დაამარცხა, რითაც ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ანტონიო კონტეს გუნდმა ამ მატჩის შემდეგ 50 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილოსან ინტერს 6 ქულით გაასწრო.
მატჩის შემდეგ, ნეაპოლში დაბრუნებულ ფეხბურთელებს აეროპორტთან გულშემატკივრები დახვდნენ. ეს კადრები ჯოვანი სიმეონემ გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელებში გაავრცელა, ვიდეოს მიმდინარეობისას კი ისმის ჯაკომო რასპადორის ხმა, რომელიც ასეთ რაღაცას ამბობს: "გაუგზავნეთ ეს კვარას".
როგორც ჩანს იტალიელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს არც ისე კარგად შეხვდა.
იხილეთ ვიდეო