გუშინ ღამით NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა ლოს ანჯელესში, სადაც ადგილობრივმა ლეიკერსმა სან ანტონიო სპურსს უმასპინძლა. Crypton.com-ს არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 125-109.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 12:46 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საკმაოდ კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
პარკეტზე საუკეთესო ლოს ანჯელესის მოთამაშე ოსტინ რივზი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 6 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდება. მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა