ლა ლიგის ბოლო ტურში ხეტაფემ ჩემპიონობის ერთ-ერთი მაძიებელი ატლეტიკო მადრიდი, მძიმე ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა. იმის მიუხედავად, რომ ჩოლო სიმეონეს გუნდი 88-ე წუთამდე იგებდა, მასპინძლებმა მოახერხეს და მატჩის დასრულებამდე იან ობლაკს ორი გოლი გაუტანეს.
ამ მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანხელ კორეას წითელი ბარათი გახდა. არგენტინელი ფეხბურთელი მოედნიდან ხეტაფეს პირველ გოლამდე რამდენიმე წამით ადრე გააძევეს, როდესაც მასპინძელი გუნდის ფეხბურთელს უეხეშა. როდესაც მატჩის მთავარმა არბიტრმა გუილერმო კუადრა ფერნანდესმა ანხელ კორეას წითელი ბარათი უჩვენა, 30 წლის ფეხბურთელმა ესპანელი მთავარი არბიტრის წინააღმდეგ შეურაცხყოფელი სიტყვები გამოიყენა, რაც კადრებში კარგად გამოჩნდა.
იმის მიუხედავად, რომ ანხელ კორეამ მატჩის დასრულების შემდეგ, ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ლა ლიგა ფეხბურთელის მკაცრად დასჯას მაინც გეგმავს. განიხილება არც მეტი, არც ნაკლები 4-დან 12-მატჩამდე დისკვალიფიკაცია! ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საბოლოო განაჩენს უახლოეს დღეებში გამოიტანს.
იხილეთ დაპირისპირების კადრები