გუშინ ღამით NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა ორლანდოში, სადაც ადგილობრივმა მეჯიქმა ვაშინგტონ უიზარდს უმასპინძლა. Kia Centre-ს არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 110-90.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 21:43 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ძალიან კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდო მეჯიქის ლეგიონერი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდება. მატჩი 26 თებერვალს, თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, კილი გონსალესმა არ გამორიცხა ამერიკული გუნდის ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც ლეო მესის კიდევ 1 ტიტულის მოგების შანსს მისცემს. ეს არის ის იშვიათი საკლუბო ჯილდო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელი ფლეიმეიქერის კოლექციაში…
კრიშტიანუ რონალდუმ CNN Portugal-თან ინტერვიუში კარიერაში 1000 გოლის გატანის მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს თავს. "ხალხი სათანადოდ არ აფასებს იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, რამდენი გოლი მაკლია 1000-მდე. ეს არ მომ…
ფაბიო კანავარომ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ლეგენდარული მცველის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს. ყოფილმა იტალიელმა უკანახაზელმა ქართველი ვინგერი ლიონელ მესისა და კილიან მბაპეზე წინ დააყენა. "კარგი მახსოვრობა მაქვს და ყურადღებ…
გასულ უქმეებზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2026 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ბოლო ორი ეტაპი ჩატარდა და ჩემპიონი გამოვლინდა. მე-4 ეტაპის წინ, სატურნირო ცხრილში პირველ სამ ადგილს შორის სხვაობა თითო ქულა იყო და ჩემპიონობის თეორიულ შანსს საერთო ჯამში 11 მრბოლელი ინარჩუნ…
1990-იანი წლების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი - დრო, როდესაც ევროპულ ფეხბურთში დომინირებდნენ ვისენტე დელ ბოსკეს რეალ მადრიდი, ოტმარ ჰიცფელდის ბაიერნ მიუნხენი და სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. საუკეთესო ლიგა ჰქონდა კალჩოს, “გრანდობას” კი უწინასწარმეტყველებდნენ ი…
სერია A-ს მე-6 ტურის მორიგი მატჩი მაპეიზე გაიმართა, სადაც სასუოლომ მილანს უმასპინძლა. მაყურებლებმა საკმაოდ მოსაწყენი შეხვედრა იხილეს, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს. საბოლოო ჯამში, სასუოლომ და მილანმა ქულები გაიყვეს. სასუოლო 1-1 მილანი გოლები: 0-1 ადრიენ რაბიო 63…
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ ფრთხილი იყო და რეალური მომენტები არცერთი გუნდის კართან არ იქმნებოდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბათუმი გააქტიურდ…