ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და ლივერპულს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ლივერპულის იტალიელი შემტევი ფედერიკო კიეზა შეხვდნენ.
2 წლის წინ, როცა კვარაცხელია ნაპოლიში, ხოლო კიეზა იუვენტუსში თამაშობდა, ყოველთვის მათი შედარება ხდებოდა და განიხილავდნენ, რომელი იყო სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი.
LaGazzetta.ge-ს მიერ გადაღებულ ვიდეოში კი ვხედავთ, რომ კიეზამ კვარაცხელიას მაისურის გაცვლა შესთავაზა, ქართველი კი დათანხმდა და ერთ დროს სერია ა-ს გამორჩეულმა ფეხბურთელებმა მაისურები გასახდელში გაცვალეს.