მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის ასეთი ფეხბურთელი არის ორი: ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ამის გარდა, პორტუგალიელმა ფლეიმეიქერმა საუკეთესოები კიდევ რამდენიმე კრიტერიუმით დაასახელა.
ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველად "წითელი ეშმაკების" კაპიტანმა აირჩია ანდრეს ინიესტა, საუკეთესო მწვრთნელად - სერ ალექს ფერგიუსონი. რაც შეეხება ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელ მოთამაშეს, ამ შემთხვევაში ალ ნასრის კაპიტანი უკვე უკონკურენტოდ არის.
საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ
საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ
საუკეთესო მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
საუკეთესო ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა
საუკეთესო ნახევარმცველთა დუეტი: ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა
საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი: უეინ რუნი