გუშინ ღამით NBA-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა სან ანტონიოში სადაც ადგილობრივმა სპურსმა ნიუ იორკ ნიქსს უმასპინძლა. Frost Bank Center-ს არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა, 120-105.
სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მატჩში, 25 წლის კალათბურთელმა 19 წუთში არც მეტი, არც ნაკლები 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა ამ დროში 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორ ქულიანი ჩააგდო!
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 34 ქულა 20 წუთზე ნაკლებ დროში დააგროვა.
სან ანტონიომ მიმდინარე სეზონში 29-ე მატჩი მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო მატჩს ფილადელფია სიქსერსთან ჩაატარებს.