გუშინ ღამით NBA-ის კიდევ ერთი მატჩი ორლანდოში გაიმართა სადაც ადგილობრივმა მეჯიქმა ჰიუსტონ როქეტს უმასპინძლა. Kia Center-ს არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 108-116.
მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 23:01 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა ძალიან კარგი სტატისტიკა შემოგვთავაზა: 19 ქულა და 8 მოხსნა!
ბითაძის გამორჩეული მომენტი გუშინდელი მატჩიდან
პარკეტზე საუკეთესო ორლანდო მეჯიქის კალათბურთელი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ვაშინგტონ უიზარდს დაუპირისპირდება. მატჩი 22 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა