კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და ორდაბასი დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა გააკეთეს.
დირკ შუსტერი: "ხვალინდელი მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ დაცვაში და შეტევაში, რათა წარმატებას მივაღწიოთ. გვყავს ახალი ფეხბურთელებიც. აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და მიწევს არჩევანის გაკეთება, თუ ვინ უნდა დაიწყოს სასტარტოში. ორდაბასი ძლიერი გუნდია. შევეცდებით, მომდევნო ორ მატჩში გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. კარგია, რომ გუნდში ასეთი კონკურენციაა. ეს ხარისხს უფრო გაზრდის"
ვლადიმერ მამუჩაშვილი: "ვფიქრობ, გუნდი ხვალ წარმატებით სათამაშოდ მზად არის. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვეცდებით, გავიმარჯვოთ. მადლობას ვუხდი გუნდს, რომ კაპიტნად ამირჩიეს. ეს დიდი პატივია და ისეთი გუნდის კაპიტნობა, როგორიც ტორპედოა, ღირსეულად უნდა ვატარო"








