ქართველმა პირველ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რომარიკ ვენდ-იამ ბუდა დაამარცხა, შემდეგ აზერბაიჯანელ რაშად იელკიევს მოუგო, ნახევარფინალში ფრანგ დაიკი ბუბასთან წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო.

ვაჟა მარგველაშვილმა პარიზში მოპოვებული გამარჯვებით, საქართველოს მიმიდნარე წელს ძიუდოში პირველი მედალი მოუტანა.
რამდენიმე წუთში პარიზში ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) იბრძოლებს, ქართველის მეტოქე ფრანგი ოფელი ველოზი იქნება.
პარიზის გრანდ სლემზე ხვალ საქართველოდან 8 ძიუდოისტი იასპარეზებს:
ზაურ დვალაშვილი - 81 კგ
კოტე კაპანაძე - 81 კგ
ლუკა მაისურაძე - 90 კგ
ნიკა ხარაზიშვილი - 90 კგ
ნიკოლოზ ზაალიშვილი - 100 კგ
საბა ინანეიშვილი - +100 კგ
ირაკლი დემეტრაშვილი - +100 კგ
სოფიო სომხიშვილი +78








