პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა ვაჟა მარგველაშვილმა — ქართველი ძიუდოისტი პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.
66 კგ. წონით კატეგორიის 1/8 ფინალში, ვაჟა მარგველაშვილი ფრანგ ვალიდ ხიარს დაუპირისპირდა, იპონით დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ხვალ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 57 კგ. წონაში ეთერ ლიპარტელიანი დაიცავენ — წინასწარი შეხვედრები ტრადიციულად 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.