2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს, საქართველოს ნაკრებიდან ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობდა და ტურნირს პირველივე წრიდან გამოეითიშა.
33 წლის ქართველი ძიუდოისტი 66 კგ წონითი კატეგორიის პირველ რაუნდში მასპინძელ, 20 წლის ნიზანი იმრანოვს დაუპირისპირდა და სამი შიდოთი დამარცხდა.
ხვალ, მესამე საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ორი ტიტულოვანი ძიუდოისტი იასპარეზებს — 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 57 კგ-ში მოქმედი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი.












