დღეს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სტარტი აიღო 2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობას.
პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 66 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გახდა - მან კონტინენტის პირველობა კარიერაში მეორედ მოიგო.
ვაჟა მარგველშვილმა ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი იპონით დაამარცხა. დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს - 57 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი დარია ბილოდიდს დაუპირისპირდება.