ელვისებური ჭადრაკის ვარსკვლავურ ტურნირი გაიმართასასტუმრო „ბილტმორში“. ეჯიბრება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად, შემდეგი დროის კონტროლით გაიმართა: 3 წუთი + 2 წამი თითოეული სვლის შემდეგ. საპრიზო ფონდი 18 200 ლარი იყო.
ტურნირში მონაწილეობდა ქართული ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, ასევე სპარეზობაში ჩაერთნენ საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრები.
გამარჯვებულები და ნომინაციებში საუკეთესოები:
ქალები:
ლელა ჯავახიშვილი (2303) — 7 ქულა, კესარია მგელაძე (2056) — 6.5 ქულა, მაია ლომინეიშვილი (2348) — 6 ქულა.
ვაჟები:
ლუკა პაიჭაძე (2517) — 7.5 ქულა, ბაადურ ჯობავა (2639) — 7.5 ქულა, გიგა ყუფარაძე (2560) — 6.5 ქულა.
სპეციალური ნომინაციები:
18 წლამდე კესარია მგელაძე და ერეკლე ტაბატაძე, სენიორი ქალები (50+) — ინგა ხურცილავა, სენიორი ვაჟები — გიორგი ბაგატუროვი
65+ ქალები — ნონა გაფრინდაშვილი .
ტურნირის გამარჯვებულები და მონაწილეები ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა დააჯილდოვეს.








