ლიონის ქართველმა ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ ლიონის შემადგენლობაში ძირითადიდან დაიწყო, შანსი გამოიყენა და ყარაბახის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.
ევროპა ლიგაზე ლიონი სტუმრად ყარაბახს დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა, ქართველმა ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი იყო, როცა მიქაუტაძემ მცველები და მეკარე დააწვინა და მარტივად შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიქაუტაძის პირველი გოლები იყო ევროტურნირებზე. ისე კი, მას ლიონის მაისურით უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება სხვა ლეგიონერებს, ოდიშარიას და სილაგაძის რიგასი პაოკთან 0:2 დამარცხდა, გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენმა კი კონფერენს ლიგაზე დინამო მინსს 1:2 სძლია. გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს.
ევროპა ლიგის შედეგები
ალკმაარი-გალათასარაი 1:1
ანდერლეხტი-პორტუ 2:2
ბილბაო-ელფსბორგი 3:0
ბეშიქთაში-მაკაბი 1:3
დინამო კიევი-პლზენი 1:2
ლაციო-ლუდოგორეცი 0:0
რიგასი-პაოკი 0:2
ყარაბახი-ლიონი 1:3