ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლივერპულის მთავარმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ლივერპულში 2027 წლამდე დარჩება.
ამ ფაქტს მერსესაიდელთა მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი ეხმაურება და ჩემპიონთა ლიგის ამ კვირის მატჩებს იხსენებს.
"ბედნიერი ვარ, რომ სალაჰი კვლავ ჩვენთან დარჩება. თავისი გოლებითა და ასისტებით ის ლივერპულს ბევრჯერ დაეხმარა გამარჯვებაში და მომავალშიც ასე იქნება.
თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის შემტევების როლი დიდია და ამაში ჩემპიონთა ლიგაზეც დავრწმუნდით. უყურეთ კვარაცხელიას, იამალს, საკას, დუეს და სხვებს - ისინი უამრავ მომენტს ქმნიან და სალაჰიც მათ სიაში შედის", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პსჟ-მ ასტონ ვილა 3:1 დაამარცხა, სადაც თავი კვარაცხელიამაც გამოიჩინა.