ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა თავისი გუნდის მეკარეებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ინგლისური გრანდის შემადგენლობაში საოცარ სეზონს ატარებს ალისონ ბეკერი და ამის გარდა, "წითლების" საკუთრებაში იმყოფება გიორგი მამარდაშვილი, რომელიც იჯარით ვალენსიაში თამაშობს.
"მამარდაშვილი? როგორც ლივერპულს, ისე ვალენსიასაც წინ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები ელის. არ იქნება გონივრული ვისაუბრო ფეხბურთელზე, რომელიც ჩვენს განკარგულებაში არ არის. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს სურს "წითლებში" თამაში, მან უნდა აღიაროს, რომ აქ კონკურენცია არის.
თუ შენ არ გინდა მერსისაიდში არსებული კონკურენციისთვის თვალის გასწორება, მაშინ ეს ადგილი საშენო არ არის", - განაცხადა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, "სქაუზერები" საკუთარ კედლებში მიიღებენ საუთჰემპტონს, ვალენსია კი ვალიადოლიდს.