მადრიდის რეალისა და ვილიარეალის შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულ თამაშს სამწუხარო მოვლენების გარეშე არ ჩაუვლია. "სამეფო კლუბის" განაპირა მცველმა, დანი კარვახალმა გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები, რის გამოც მისთვის სეზონი დასრულდა. ვეტერანი ფლანგელი გაიკეთებს ოპერაციას, შემდეგ კი რამდენიმე რეაბილიტაციის კურსს მოანდომებს.
ჯვარედინი მყესების გაწყვეტა და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა თავად ესპანელმა მარჯვენა მცველმაც დაადასტურა. უკანასკნელი ერთი წელი "ბლანკოსის" განაპირა მცველისთვის გამოდგა საოცრად დატვირთული: საკლუბო სეზონში 41 მატჩის ჩატარების შემდეგ, მან ევრო 2024-ზეც ფინალამდე ითამაშა.
კარლო ანჩელოტის გუნდის მეორე ნომერი არ არის ესპანეთის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი აღნიშნული ტრავმით - ცოტა ხნის წინ, ჯვარედინი მყესები ასევე როდრი ერნანდესმაც გაიწყვიტა. აქვე დავამატებთ, ვალენსიელებთან მატჩში დაზიანება მიიღო ვინისიუს ჟუნიორმაც, მაგრამ მისი ტრავმა ასეთი სერიოზული არ ჩანს.