ოფიციალურად დადასტურდა, რომ კონორ მაკგრეგორი თავის შემდეგ ბრძოლას მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, პირველი ცნობები ამ ბრძოლის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, დღეს კი დანა უაიტმა ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურა.
რაც შეეხება თარიღს: 29 ივნისი, UFC-ის რიგით 303-ე ღონისძიება. ბრძოლა ხუთრაუნდიანი იქნება. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონზე ბოლოს 3 წლის წინ გამოჩნდა, დასტინ პორიესთან ბრძოლაში. "ნოტორიუსი" დამარცხდა და ამასთან ერთად, ფეხიც მოიტეხა.
იმის შემდეგ, 35 წლის მებრძოლს ნამდვილად არ მოუწყენია, ის ფილმშიც კი გადაიღეს. რაც შეეხება ჩენდლერს, მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში ის მე-6 პოზიციას იკავებს. მისი ბოლო მეტოქე ასევე დასტინ პორიე იყო, რომელმაც ის მტკივნეულად დაამარცხა.