ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მასურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა, როცა უსმან დემბელეს გაატანინა.
პარიზელებმა შინ ქულები სენსაციურად დაკარგეს და რეიმსთან ფრედ 1:1 ითამაშეს.
პსჟ-ს გულშემატკივრები კვარაცხელიას დებიურს პოზიტიურას აფასებენ, თუმცა უფრო მეტს ელიან.
"ვერ მოვიგეთ, მაგრამ პოზიტიური ისაა, რომ კვარაცხელია ჩვენს გუნდში ჩაჯდა"
"კვარაცხელიას პირველი მატჩი ცუდად არ უთამაშია, თუმცა უკეთესს ველით"
"ფაქტია, ბარკოლას შემოსვლამ გუნდი გამოაცოცხლა. მარცხნიდან ის უნდა თამაშობდეს"
"მივესალმებით, რომ გუნდს შეტევაში ახალი სისხლი ჰყავს"
"რეიმსთან ფრე არაუშავს, მთავარია მან.სიტის მოვუგეთ. კეთილი იყოს კვარაცხელიას მობრძანება ჩვენს გუნდში"