UFC კავკასიის რეგიონში ივენთის გამართვას გეგმავს. ცნობილი ინსაიდერის, არიელ ჰელვანის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. აზერბაიჯანში ივნისის თვეში Fight Night ტურნირი ჩატარდება. კანადელი ჟურნალისტის ვარაუდით, ღონისძიება 14 ან 21 ივნისს გაიმართება.
MMA-ს წამყვანი ინსაიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ პრიორიტეტულ ვარიანტად 21.06-ის თარიღი ჩანს. შეგახსენებთ იმასაც, აზერბაიჯანის სახელით მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ჩხუბობს ორი მებრძოლი: რაფაელ ფიზიევი და ნაზიმ სადიხოვი. აქვე დავამატებთ, რომ იანვრის ბოლოს დანა უაითმა ღონისძიების საქართველოში შესაძლო ჩატარების შესახებაც ისაუბრა.
"ჩვენ ყველგან ჩასვლას ვაპირებთ. რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომლებიც აქტიურად მარწმუნებენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. დღეს ყველაზე ლოგიკური, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩასვლაა", - განაცხადა ამერიკელმა ბიზნესმენმა.
რა შანსი აქვს გურამ ქუთათელაძეს მომავალ ბრძოლაში? გურამის მეტოქის დეტალური განხილვა
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
ლას ვეგასში მიმდინარე UFC Fight Night-ის მეინ ქარდი გახსნა ოთარ თანზილოვმა, ვინც მალკოლმ უელმეიქერი ულამაზესი ნოკაუტით დაამარცხა. ჩხუბი დასრულდა მე-2 რაუნდში, როცა ქართველი მებრძოლის ჰედქიქს ამერიკელმა მოწინააღმდეგემ ვერაფერი დაუპირისპირა. იდეალური მოგება 28 წლის სპორტსმენის ანგა…
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე 14 ნოემბერს აბუ დაბიში დაგეგმილ RAF-ის ივენთზე იჭიდავებს. მისი მეტოქე იქნება წარსულში UFC-ის მებრძოლი, ზაბიტ მაგომედშარიპოვი, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2022-ში სპორტული კარიერა დაასრულა. დაღესტნელი ვეტერანის ბო…
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონს შეუძლია კარიერის დასრულება, რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. ამერიკელმა პოდკასტერმა "ჰაილაითს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლიც უწოდა. "ის, რაც…
უკვე ბევრი ითქვა იმის თაობაზე, თუ როგორი კონკურენტული დივიზიონია UFC-ის მსუბუქი წონა. ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, პედი პიმბლეტი, მაურისიო რუფი და სხვები. სადაც არ უნდა გავიხედოთ, 70 კილოგრამში ყველგან ვარსკვლავურ მებრძოლს წავაწყდებით. ჯასტინ გეიჯი…