ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'equipe პსჟ-ს ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სტატიას უძღვნის.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ ჩელსის დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა, სადაც კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ხვიჩა კვარაცხელიას ძარღვებში ყინული ჩქეფს - სწორედ ეს მნიშვნელობაა იმ აღნიშვნის უკან, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ვაშინგტონ ვიზარდსის კალათბურთელისგან დ’ანჯელო რასელისგან ისესხა.
მარცხენა ხელი გაშლილი, მარჯვენა ხელი კი წინამხარეს მოთავსებული, რათა სისხლის აღების იმიტაცია მოეხდინა.
პსჟ-ს თავდამსხმელმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში (5-2) ჩელსის წინააღმდეგ დუბლით, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას აქვს თვისება, რომელიც ბევრ ფეხბურთელს არ აქვს - ზეწოლის ქვეშ მყოფმა სიმშვიდე შეინარჩუნა და გადამწყვეტ მომენტში გუნდის წარმატებაში დიდი გავლენა მოახდინა", - წერს გამოცემა.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





