თუშიშვილი V ტასოევი — თბილისის გრანდ სლემი ტოპ დაპირისპირებით დაიხურება

90 კგ წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის გიორგი ჯაბნიაშვილი იბრძოლებს, რომელიც სლოვაკ ზილკას შეხვდება, ხოლო მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალს ირაკლი დემეტრაშვილი შეუტევს და უზბეკ ბახტიოროვს დაუპირისპირდება.
გრანდ სლემი კი მძიმე წონის მთავარი ორთაბრძოლით დაიხურება, სადაც ოქროსთვის ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონები, გურამ თუშიშვილი და ინალ ტასოები შეხვდებიან. ორივე სპორტსმენმა წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად მოიგეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
თბილისის გრანდ სლემის ბოლო საჭიდაო დღის ფინალური ბლოკი სტარტს 17 საათზე აიღებს.







