კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ყაზახური ორდაბასი დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.
ორდაბასის ქართველმა შემტევმა ლუკა იმნაძე ქუთაისელთა კარსი გატანილი გოლი აღნიშნა, რასაც ქართველი გულშემატკივრისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
"დაძაბული მატჩი იყო და წაგებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა. ვულოცავ ტორპედოს ამ გამარჯვებას, თუმცა წინ მეორე მატჩია და ჯერ დასრულებული არაფერია.
4:3 არ არის ის ანგარიში, რომ უშანსოდ ვიყოთ. არ მინდოდა, რომ ქართული გუნდის წინააღმდეგ მეთამაშა, თუმცა ასეთია ფეხბურთი.
რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, ტრიბუნაზე დედაჩემი და ჩემი ძმა ისხდნენ, მათი მიმართულებით გავიქეცი და გული გავაკეთე. ტორპედო კარგი გუნდია, ვაფასებ ქართულ ფეხბურთს და ტორპედოს. თუ გულშემატკივრები გამინაწყენდნენ, ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა იმნაძემ LaGazzetta.ge-სთან საუბარში.








