ლილის ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ლუდოვიკ ობრანიაკმა ლიონის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი აზრით, კლუბის შემადგენლობა, განსაკუთრებით შეტევაში გადატვირთული არის. ყოფილ პოლონელ გამთამაშებელს ასევე არ ესმის ის ფაქტი, თუ როგორ უნდა აათამაშოს ოლიმპიკმა ალექსანდერ ლაკაზეტი და გიორგი მიქაუტაძე ერთად.
"ლაკაზეტი - მიქაუტაძის დუეტი? თუ არ ჰქონდათ იდეა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი ერთად გამოყენება, ტრანსფერი არ უნდა განეხორციელებინათ. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ჯერ ალექსანდერი გაეყიდათ საუდის არაბეთში, შემდეგ კი უკვე ჟორჟი გაეფორმებინათ. ლიონის ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება.
ოლიმპიკს ჰყავს უამრავი შემტევი, თუმცა დაცვაში პრაქტიკულად არავინ. რა აზრი აქვს ბევრი თავდამსხმელის არსებობას, თუ უკანახაზში არავინ არის?", - განაცხადა "დოგების" ყოფილმა გამთამაშებელმა.