თსუ საქართველოს თასის გამარჯვებულია

იყო მომენტები როდესაც ივერიონმა თსუ-ს უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა გამოცდილებამ თავისი მაინც გააკეთა. თბილისურ გუნდს ამ შეხვედრაში კახა ჯინჭარაძე ულიდერა, რომელიც საბოლოო ჯამში მატჩის MVP-იც გახდა. ჯინჭარაძის ანგარიშზე 31 ქულა იყო.
მომდევნო შაბათ-კვირას ორივე გუნდს სუპერ ლიგის ბოლო ტურის მატჩები ელოდება. თსუ თბილისში ბათუმს უმასპინძლებს, რომელიც ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის, რაც შეეხება ივერიონს, გიორგი ჩაჩხიანის გუნდი გასვლაზე ზესტაფონის მარგვეთთან ითამაშებს. ამ ტურის შემდეგ სუპერ ლიგაში პლეიოფები დაიწყება, რომელიც სტარტს 19 აპრილს აიღებს.








