დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა პსჟ-სა და ლივერპულს შორის.
LaGazzetta.ge მატჩის წინ პარიზში მყოფ გავლენიანი გამოცემების რამდენიმე წარმომადგენელს გაესაუბრა და ამ მატჩის მოლოდინებზე ჰკითხა.
"მადრიდულ დერბისთან ერთად, ეს წყვილი ყველაზე საინტერესოა. ლივერპულიც და პსჟ-ც საოცარ ფორმაში არიან, დაუმარცხებელ მატჩებს ატარებენ და სუპერ თამაში გველის. კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ცოტა მცველი არსებობს, რომელსაც დღეს მისი შეჩერება შეუძლია. კვარას თამაშის ყურება მსიამოვნებს. ნაპოლი მას უპატივცემულოდ მოექცა, თუმცა ეს რთული პერიოდი გადალახა და პსჟ-ში შანსი აქვს, რომ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინოს", - გამომცემლობა "The independent".
"იმდენად თანაბარი წყვილია, რომ შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი, დანარჩენს თამაში გვაჩვენებს", - გამომცემლობა "France TV".
"ერთმანეთს ევროპის 2 საუკეთესო კლუბი ხვდება. ორივე გუნდი თავიანთ ჩემპიონატს ლიდერობს. აქეთ დემბელეა საოცარ ფორმაში, იქით - სალაჰი. დღესდღეობით, სალაჰი საუკეთესოა, თუმცა პსჟ-საც გამორჩეული შემტევები ჰყავს - დემბელე, ბარკოლა და კვარაცხელია", - გამომცემლობა "Daily Mail".