შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე თამაშს ირაკლი ქვათაძე იწყებს, რომელიც პირველ მატჩში მარქაფაში იყო. მის შემცვლელად თადარიგში თენგიზ ზამთარაძე გამოჩნდა.
მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ. კვაჭის გარდა უცვლელია შერკინების მარქაფაც - დათო აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, დემურ ეფრემიძე და გიორგი სინაურიძე.

შავი ლომის შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ, ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში, "შავმა ლომმა" პირველი გამარჯვება სწორედ "სქარლეთსთან" მოიპოვა (23:7).
ფოტო: "შავი ლომი" - ირაკლი ტყემალაძე










