ექვსივე გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხ თამაშს გამართავს, ორს შინ და ორს სტუმრად. შესაბამისად, ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქეს არ შეხვდება და "შავი ლომისთვის" ასეთი გუნდი ინგლისური "გლოსთერია", რომელსაც ქართულმა ფრანჩაიზმა შარშან, ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლა და ტურნირზე პირველი ქულა მოვიპოვა – 10:15.
"შავი ლომი" ახალ სეზონის პირველ მატჩს კვლავ „მიხეილ მესხზე“ გამართავს და 7 დეკემბერს ფრანგულ "ვანს" უმასპინძლებს, რომელმაც გასულ სეზონში Pro D2 მოიგო და Top 14-ის საგზური მოიპოვა.
ქართული გუნდი წლის ბოლო თამაშს 15 დეკემბერს უელსში, "სქარლეთსთან" გამართავს, რომელსაც გასულ წელს 15 დეკემბერს ჰლანეჰლიში 23:7 მოუგო. ეს იყო ‘შავი ლომის’ პირველი, შესაბამისად, ისტორიული გამარჯვება ჩელენჯ თასზე.
ჩელენჯ თასის ჯგუფები:
პირველი ჯგუფი: კარდიფი (უელსი), ქონახთი (ირლანდია), ჩითასი (სამხრეთ აფრიკა), პერპინიანი (საფრანგეთი), ლიონი (საფრანგეთი), ძებრე (იტალია);
მეორე ჯგუფი: მონპელიე (საფრანგეთი), პო (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), დრაგონსი (უელსი), ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა), ოსფრეიზი (უელსი);
მესამე ჯგუფი: ვანი (საფრანგეთი), შავი ლომი (საქართველო), ბაიონა (საფრანგეთი), სქარლეთსი (უელსი), ედინბურგი (შოტლანდია), გლოსთერი (ინგლისი).
I ტური
6 დეკემბერი
გლოსთერი (ინგლისი) – ედინბურგი (შოტლანდია)
7 დეკემბერი
ბაიონა (საფრანგეთი) – სქარლეთსი (უელსი)
შავი ლომი (საქართველო) – ვანი (საფრანგეთი)
II ტური
13 დეკემბერი
ედინბურგი (შოტლანდია) – ბაიონა (საფრანგეთი)
14 დეკემბერი
ვანი (საფრანგეთი) – გლოსთერი (ინგლისი)
15 დეკემბერი
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო)
III ტური
10 იანვარი
გლოსთერი (ინგლისი) – სქარლეთსი (უელსი)
11 იანვარი
ვანი (საფრანგეთი) – ედინბურგი (შოტლანდია)
შავი ლომი (საქართველო) – ბაიონა (საფრანგეთი)
IV ტური
18 იანვარი
სქარლეთსი (უელსი) – ვანი (საფრანგეთი)
19 იანვარი
ედინბურგი (შოტლანდია) – შავი ლომი (საქართველო)
ბაიონა (საფრანგეთი) – გლოსთერი (ინგლისი)










