UFC 311-დან ოფიციალურად ჩახსნის შემდეგ, არმან ცარუკიანმა პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობის პრეტენდენტს ჩანიშნული ჰქონდა ჩხუბი ისლამ მახაჩევთან, მაგრამ ზურგის ტრავმის გამო, სომეხი მებრძოლი ქარდიდან ამოვარდა. მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის მეტოქე რენატო მოიკანო იქნება.
"იძულებული ვარ, რომ ზურგის ტრავმის გამო ბრძოლას ჩავეხსნა. ეს ჩემს საბრძოლო კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. მადლობა UFC-ის ყველაფრისთვის. ველოდები დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მექნება საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს", - წერს ახალქალაქელი.
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი დაღესტნელ მოწინააღდმეგეს ერთხელ უკვე შეხვედრილა. 2019 წლის აპრილში გამართული ჩხუბი მსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელი ჩემპიონის მოგებით დასრულდა.