ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაცო ეტაპზე დინამო თბილისი ბოსნიურ ჟრინსკის დაუპირისპირდა.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა განმეორებით მატჩში დინამოელები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ.
დოლტმურზიევის დუბლითა და თემურ ოდიკაძის გოლით დინამომ მეტოქე 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მომდევნო ეტაპზე დინამო თბილისის მეტოქე აეკ ლარნაკა იქნება. მატჩი 22 ოქტომბერსაა ჩანიშნული.








