ხვალ გაიმართება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქუთაისის ტორპედოსა და ორდაბასს შორის.
მატჩის წინ კომენტარი ყაზახური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი მარტინმა გააკეთა.
"ვფიქრობ, ტორპედო ძლიერი გუნდია და რთული მატჩი გველის, თუმცა ევროტურნირებია და აქ ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ამ მატჩშიც შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი.
ტორპედოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. გამოვარჩევდი საბა კვერკველიას, რომელსაც ნაკრებში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს", - განაცხადა მარტინმა.








