საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევრობასკეტი 2025-ის საკვალივიკაციო ეტაპის ნოემბრის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის.
MVP ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოვლინდება, ხმის მიცემა კი ყველას შეუძლია. თორნიკე შენგელიას გარდა, ნომინატთა შორის ყველა საკალათურთო ნაკრების თითო წევრია წარმოდგენილი. ამ მომენტისთვის თორნიკე შენგელიას ხმების 25% აქვს და მეორე პოზიციას იკავებს. ხმის მისაცემად გადადით
ამ ლინკზე.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, G ჯგუფში, მე-2 პოზიციაზე იმყოფება. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ფინეთის ორჯერ დამარცხების შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის შანსი გაეზარდა. ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას დანიასთან ჩაატარებს. მატჩი 2025 წლის თებერვალში გაიმართება.