თორნიკე ოქრიაშვილი 1-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს უბრუნდება. 32 წლის ფეხბურთელსა და დინამო თბილისს შორის შეთანხმება შედგა, მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
ქართველი ფეხბურთელი დინამოში რამდენიმე კვირაა რაც ვარჯიშობს — ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენი გუნდი მარტის თვეში ფლობდა. როგორც ჩანს, ოქრიაშვილმა სასურველი ფორმა დაიბრუნა, დედაქალაქურმა კლუბმა კი მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.
ოქრიაშვილმა ბოლო ოფიციალური მატჩი 2023 წლის 9 აპრილს ჩაატარა, როდესაც გაგრას შემადგენლობაში ირიცხებოდა. ეს შეხვედრა ფეხბურთელისთვის საკმაოდ ცუდად დასრულდა — შეხვედრის 52-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა თორნიკე მოედნიდან გააძევა. ამ დღის შემდეგ ფეხბურთელს ოფიციალური შეხვედრა აღარ ჩაუტარებია.