Ballon d'Or-მა სულ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა ნომინანტები წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე (Ballon d'Or 2024). ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ. 2023 წლის ჯილდოს მფლობელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა.
სიაში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რომელსაც საკმაოდ კარგი 2023/24 სეზონი ჰქონდა:
1. მო სალაჰი - 25 გოლი და 14 საგოლე გადაცემა (ლივერპული);
2. რობერტ ლევანდოვსკი - 26 გოლი და 9 საგოლე გადაცემა (ბარსელონა);
3. ვიქტორ გიოკერესი - 43 გოლი და 15 საგოლე გადაცემა (სპორტინგი);
4. ანტუან გრიზმანი - 24 გოლი და 8 საგოლე გადაცემა (ატლეტიკო მადრიდი);
5. ანხელ დი მარია - 17 გოლი და 15 საგოლე გადაცემა (ბენფიკა);
6. ჟერემი ფრიმპონგი - 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემა (ლევერკუზენი);
7. როდრიგო - 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა (რეალ მადრიდი);
8. რაფა ლეაო - 15 გოლი და 14 საგოლე გადაცემა (მილანი);
9. ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული);
10. უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო);
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ 2003 წლის შემდეგ პირველად ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის ვერ მოხვდნენ.