ევროპის ტოპ 5 ლიგის მიმდინარე სეზონმა გვაჩუქა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გოლეადორული თვისებებით გაგვაკვირვა. პირველ რიგში გამოსარჩევია
რაფინია ბელოლი, რომელმაც 36 მატჩში უკვე 24 ბურთის შეგდება მოასწრო. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 2017/18 წლების სეზონში, როდესაც ბრაზილიელმა ვინგერმა ვიტორია გიმარაეშის რიგებში 18 გოლი გაიტანა.
უშუალოდ ტოპ 5 ლიგაში კი ბარსელონას შემტევს 11 გოლზე მეტი აქამდე არასდროს გაუტანია. გადავინაცვლოთ სერია ა-ში, სადაც ნამდვილ აღმოჩენად მოგვევლინა მატეო რეტეგი, რომელიც 20 ბურთით (23 ყველა ტურნირზე ერთად) კალჩოს საუკეთესო გოლეადორია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა იტალიელმა ფორვარდმა გასულ სეზონში სულ რაღაც 9 გოლი გაიტანა.
ბერგამოს ატალანტას თავდამსხმელის გარდა, გამოსარჩევია მოიზე კინი, რომელმაც წარმატებით მოახდინა კარიერის რეანიმირება ფლორენციის ფიორენტინაში. იტალიელმა ფორვარდმა მოასწრო უკვე 19 ბურთის გატანა, რაც მისი საუკეთესო შედეგია. მივადექით კიდევ ერთ აღმოჩენას, ომარ მარმუშს, 23 ბურთით თავის ანგარიშზე.
ეგვიპტელი თავდამსხმელის ხელში ჩასაგდებად დადგა ნამდვილი რიგი და ყველას მანჩესტერ სიტიმ აჯობა. ბოლოს კი ლიგა 1, სადაც პირველ რიგში გამოსარჩევია ოსმან დემბელე, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორია. მის ანგარიშზე არის უკვე 23 ბურთი, რაც საუკეთესო შედეგი არის.
ბოლოს კი პარის სენ-ჟერმენის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ბრედლი ბარკოლა, 15 გოლით მიმდინარე სეზონში. საინტერესოა, რომ მისი "აფეთქება" მოხდა სეზონის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელია გადმოვიდა. როგორც ვხედავთ, ფრანგულ კლუბში ნამდვილად მაღალი კონკურენცია არის.