საფრანგეთის ტოპ 14-მა იანვრის თვის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ორი ქართველი მოხვდა.
სიმბოლურ თხუთმეტეულში პირველ ხაზში სტად ფრანსეს ბურჯი, სერგო აბრამიშვილი, ხოლო ფრთაზე ლიონის გარემარბი, დავით ნინიაშვილი დგას.
იანვარში სერგო აბრამიშვილმა და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის ორ მატჩში მიიღეს მონაწილეობა, აბრამიშვილმა კი ბორდოს წინააღმდეგ 1 ლელოს დადებაც მოახერხა.