UFC 308 Media Day-ზე მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტმა თავის მოწინააღმდეგეს კონორ მაკგრეგორის მიმბაძველი უწოდა. შეგახსენებთ, რომ ქართველისა და ჰავაელის ბრძოლა 26 ოქტომბერს გაიმართება.
"თოფურია მაკგრეგორს ყველაფერში ბაძავს. მან მოიპარა მისი ყველაფერი - ტატუები, აურა, ბრძოლისთვის მზადების პროცესიც კი. ის მუდმივად ცდილობს ვიღაცისგან რაღაცის მოპარვას. კონორთან მას ეს გამოუვიდა და ახლა იგივეს სხვასთან ცდილობს. რა აზრის ვარ ილიას განცხადებაზე, რომ ის ახალი თაობის მებრძოლია? ამ ყველაფერს ის მაყურებლების მხრიდან ინტერესის გასაზრდელად ამბობს.
ვერ ვიტყვი, რომ ქართველი მებრძოლი აკეთებს რაღაც განსაკუთრებულს, ისეთს, რაც მის გამოჩენამდე არავის გაუკეთებია. მე მასზე სულ რაღაც რამდენიმე წლით ვარ უფროსი და "ელ მატადორის" ასაკში რამდენიმე საჩემპიონო ჩხუბი უკვე მოგებული მქონდა".
32 წლის მებრძოლმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას იზამს ქართველი ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში - "მისი დამარცხების შემდეგ, შესაძლოა მახაჩევთან ვიჩხუბო. ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ილიასთან ბრძოლაზე ვფიქრობ".