ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობის პრეტენდენტმა მესამე რაუნდში, ნოკაუტით წააგო. ქამარი ქართველ ჩემპიონს დარჩა, რომელმაც ჰავაელი მეტოქის BMF ქამარიც მიისაკუთრა.
''ყველაფრისთვის მზად ვიყავი, თუმცა თოფურიამ უბრალოდ ისე დამარტყა და იმაზე ძლიერად მტკივა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ეს არ იყო არანაირი გამართლება მისთვის. შესანიშნავი კემპი მქონდა, ტრავმაც არ მაწუხებდა. გამოვედი, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ ამ საღამოს თოფურია უკეთესი იყო. მან ბოუნსბექი შემარქვა, კიდევ ერთხელ გნახავ, მეგობარო'', - განაცხადა "დალოცვილმა".
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩემპიონის შემდეგი მოწინააღმდეგე, უდიდესი ალბათობით, ალექს ვოლკანოვსკი იქნება. მან ის ერთხელ უკვე დაანოკაუტა, თუმცა "ელ მატადორი" მიიჩნევს, რომ ყოფილი ავსტრალიელი ჩემპიონი რევანშს იმსახურებს.