გზა ომიდან - ჩემპიონობამდე, პირველი ნაბიჯები სპორტში, სამშობლოს დატოვება,სირთულეების დაძლევა, ვარჯიშის გაგრძელება, ბრძოლა ჩემპიონობისთვის და გამარჯვება, - ფილმი UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ცხოვრების შესახებ გვიყვება.
"თოფურია მატადორი” - დოკუმენტრური ჟნარის, სპორტული თემატიკის ფილმში გადმოცემულია ჩემპიონის ამბავი, თუ როგორ შეძლო,ნებისყოფით, შეუპოვარი და დაუღალავი შრომით ქართველმა ბიჭმა მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლად ჩამოყალიბება. ფილმი დეტალურად ასახავს ილია თოფურიას კარიერის პირველ ნაბიჯებსა და იმ წარმოუდგენელ სირთულეებს, რისი დაძლევაც ილია თოფურიამ შეძლო.
ფილმში ასევე ნაჩვენებია ის გამოწვევები და სირთულეები, რომლის წინაშეც არა მხოლოდ ილია, არამედ მთელი საქართველო იდგა. ეს ისტორია ერთგვარად ყველა იმ ადამიანს ეხება, რომელსაც ამ პერიოდის გავლა მოუწია.
UFC-ის ჩემპიონობა MMA-ში ყველაზე დიდი მიღწევაა, ქართველი ჩემპიონის გამარჯვება, არ ნიშნავს, მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვებას. ილიას განვლილი ცხოვრება, შემართება კარიერის მწვერვალი სიმბოლოა იმის, რომ რთული გარემო ფაქტორების მიუხედავად, არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა, არასოდეს დანებდე და აუცილებლად გაიმარჯვებ.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ 17 თებერვალს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი მოიპოვა – ქართველმა ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
26 ოქტომბერს კი ილია თოფურიამ აბუ დაბიში UFC 308-ზე, მაქს ჰოლოვეის მესამე რაუნდში ნოკაუტით მოუგო და ქამარი დაიცვა. ილიას დაუმარცხებელი მებრძოლია, ქართველს 16 ბრძოლიდან 16 გამარჯვება აქვს.
SMH Sports-ი ფილმის წარმდგენი და ოფიციალური პარტნიორია. კომპანია აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების წარმოჩენასა და მათი მიღწევების ფართო აუდიტორიამდე პოპულარიზებაში.
SMH Sports-ის მხარდაჭერით, უკვე გამოიცა წიგნი ,,დედა და ილია,” წიგნის ავტორია გიორგი კეკელიძე. წიგნში დეტალურად არის მოთხრობილი ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი თოფურიას ცხოვრება.
SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.
SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming, Kinkladze Global და სხვა.
SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.
SMH Sports-ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.











