ინტერნეტში ვრცელდება ჩანაწერი, რომელზეც კრიშტიანუ რონალდუ, ფრენსის ნგანუ და ერიკ ნისკიკი UFC 308-ის შესახებ საუბრობენ. ვიდეო გადაღებულია ივენთის დაწყებამდე და საინტერესოა ის, რომ პორტუგალიელი ფორვარდი ილია თოფურიას შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს:
"მომწონს მაქსი, თოფურია კი ბევრს ლაპარაკობს. მას არ უჩვენებია თავისი საუკეთესო თვისებები ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში, რადგან ალექსი მახაჩევთან ჩხუბის შემდეგ, ბოლომდე მომზადებული არ იყო. მან აღდგენა ვერ მოასწრო. ილია არ ჩხუბობს ტოპ მებრძოლებთან. თუ ის მოუგებს ჰოლოუეის, ჩემს პატივისცემას დაიმსახურებს", - განაცხადა ალ ნასრის კაპიტანმა.
ქართველი ჩემპიონის პასუხმა არ დააყოვნა - "არ ველოდი, რომ შენნაირი ადამიანი ამპარტავნებასა და თავდაჯერებულობას ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდა, მაგრამ ჩვენ ყველანი საკუთარი თავის მიხედვით ვაფასებთ სხვებს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ კარიერის დარჩენილ ეტაპზე, ღმერთმა დალოცოს შენი ოჯახი", - განაცხადა "ელ მატადორმა".