UFC-ის ჩემპიონმა ქვემსუბუქ დივიზიონში, ილია თოფურიამ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა. მისი თქმით, შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ნომერ პირველი არის ჯონ ჯონსი და ქართველმა ჩემპიონმა ისიც აღნიშნა, რომ მასთან ხაბიბ ნურმაგომედოვის შედარება უადგილო არის.
"ჯონსი ყველა დროის საუკეთესო MMA-ს მებრძოლია. ცოტა ხნის წინ, ვნახე ფოტო, რომელზეც მას ადარებენ ნურმაგომედოვს, რაც ნამდვილად უადგილოა. ხაბიბს UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ბრძოლა, ჯონმა კი 14-ჯერ მხოლოდ ქამარი დაიცვა. მათი შედარება უბრალოდ არ შეიძლება", - განაცხადა "ელ მატადორმა".
შეგახსენებთ, რომ ალექს ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, 27 წლის მებრძოლი ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. რამდენიმე თვის შემდეგ, თოფურიამ ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. რაც შეეხება ამერიკელ მებრძოლს, ქვემძიმე დივიზიონის ჩემპიონი ის იყო 2011-2020 წლებში, შემდეგ კი ავიდა მძიმე წონაში, სადაც ასევე ჩემპიონი გახდა.